ფსალმუნნი. Chapter 19

1 გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
2 გიპასუხოს შენ უფალმა გაჭირვების დღეს, აგამაღლოს შენ იაკობის ღმერთის სახელმა.
3 გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან. და სიონიდან შეგამაგროს შენ.
4 გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს აღსავლენი შენი. სელა.
5 მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
6 ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
7 ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
8 ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;
9 ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
10 უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის დღეს.