ფსალმუნნი. Chapter 112

1 ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
2 იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
3 მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
4 მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
5 ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?
6 დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,
7 წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
8 რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან.
9 უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!