ფსალმუნნი. Chapter 132
1 გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
2 როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი.
3 ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე.