ფსალმუნნი. Chapter 45

1 გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე.
2 ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.
3 ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.
4 იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.
5 მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.
6 ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
7 ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.
8 ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
9 მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
10 შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
11 შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.
12 ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.