ეზეკიელ წინასწარმეტყველი. Chapter 15
1 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2 ადამის ძევ! რითა სჯობს ვაზი რტოებიან ხეს, რომელიც ტყის ხეთა შორის იპოვება?
3 თუ გამოდგება ეს ხე რაიმე ნივთის გასაკეთებლად? ან თუ გამოვა მისგან კაუჭი რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად?
4 აჰა, ცეცხლს მისცემ დასაწველად; მის ორთავე ბოლოს დასწვავს ცეცხლი და შუაშიც დაიწვება. განა გამოდგება რამეში?
5 აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა; ცეცხლმა რომ დასწვა და გადაბუგა, რაღაში გამოდგება?
6 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მივეცი იერუსალიმის მკვიდრნიც.
7 მათ წინააღმდეგ მივაქცევ ჩემს პირს; ცეცხლიდან გამოვლენ და მაინც ცეცხლი შეჭამთ; მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა პირს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.
8 გავაუკაცურებ ქვეყანას, რადგან გამდგარნი არიან, ამბობს უფალი ღმერთი.