იობი. Chapter 25

1 მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
2 ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.
3 თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
4 რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
5 აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
6 მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!